რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებისა და მსხვერპლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მხარეებს დაპირისპირების სრული შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ვლადიმერ პუტინი სომხეთის და აზერბაიჯანის პირველ პირებს ტელეფონით ესაუბრა. სომხური მედიის ცნობით, კრემლის ლიდერმა მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
„გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირების გამო, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ვლადიმერ პუტინმა ორივე მხარეს მოუწოდა სასწრაფოდ უზრუნველყონ დაპირისპირების სრული შეწყვეტა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვა. საუბრისას აღინიშნა, რომ რუსეთი გადადგამს და განახორციელებს აუცილებელ საშუამავლო ნაბიჯებს ვითარების ნორმალიზების უზრუნველყობის მიზნით“, - წერია კრემლის განცხადებაში.
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ სომხეთის პრემიერს, ჰოვიკ აბრაამიანს ესაუბრა.
რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრისას, მედვედევმა შეშფოთება გამოთქვა მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მოგვარების მიზნით, პოლიტიკური პროცესების განახლების მნიშვნელობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.