ევროკომისია ევროკავშირში თავშესაფრის მინიჭების პროცესის რეფორმირებას გეგმავს.
როგორც გერმანული მედიის ინფორმაციით, რეფორმის მიხედვით, თავშესაფრის მინიჭების შესახებ განაცხადის განხილვის პასუხისმგებლობა ეროვნული დონიდან ევროკავშირის დონეზე გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლტოლვილის განაცხადს თავშესაფრის მინიჭების შესახებ არა ის ქვეყანა განიხილავს, რომელშიც მას სურს თავშესაფრის მიღება, არამედ ევროკავშირი.
როგორც მოსალოდნელია, აღნიშნული რეფორმის შესახებ ოფიციალურად ევროკომისია დღეს განაცხადებს. „ეს შექმნის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრალურ მექანიზმს, რომელიც პროცედურების სრულ ჰარმონიზაციას უზრუნველყოფს“, - წერს გერმანული გამოცემა Die Welt-ი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.