ზაქარია ენდელაძე: ადიგენის მუნიციპალიტეტში 2016 წელს 4 დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
06-04-2016, 03:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტში 2016 წლის განმავლობაში 4 დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება“ - აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ გააკეთა.


ენდელაძის ცნობით, პროექტებს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და ჯამში მათ განსახორციელებლად, 2 142 000 ლარი დაიხარჯება.


„წელს დაგეგმილი გვაქვს ქვემო ენთელი-ფხერის მიმართულებით ასფალტის დაგება. ჩორჩანის, დიდი სმადას, პატარა სმადას სასმელი წყლის ქსელის მშენებლობა. ზანავი-პატარა ზანავი-ჭელას მონასტრის მიმართულებით გზის მოასფალტება. დაბა ადიგენის ადმინისტრაციული ცენტრის ქუჩების - ბალახაშვილისა და ჩადუნელის მოასფალტება.


აღნიშულ პროექტებზე გამოცხადებულია ტენდერები, აქედან სამი გამარჯვებული უკვე გამოვლენილია, დადებულია ხელშეკრულება, ერთი პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია, ორი კი ამ დღეებში იწყება. რაც შეეხება სასმელი წყლის ქსელის მშენებლობას, როგორც კი ხელს შეგვიწყობს კლიმატური პირობები, დავიწყებთ მუშაობას. მთიდან არის წყალი ჩამოსაყვანი და ჯერ ადიგენის მთაში თოვლია ისევ. მე ვფიქრობ, რომ ეს ოთხი პროექტი არის საკმაოდ თამამი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან. გვინდა რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კმაყოფილი იყოს“ - განაცხადა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.


მისივე ცნობით, სხვადასხვა პროექტების განხორციელება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითაც იგეგმება. ენდელაძე იმედს გამოთქვამს, მიმდინარე წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი და აუცილებელი აქტივობები ექნება.


„ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ზოგი პროექტი უკვე დაწყებულია, ზოგიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, ზოგის მომზადების პერიოდი კი ახლა მიმდინარეობს, კვარტლების მიხედვით გვაქვს დაგეგმილი ყველაფერი. ჯამში, რამდენიმე ათეულ პროექტს განვახორციელებთ, მათ შორის, საბავშვო ბაღების მშენებლობა, სკვერების მოწყობა, წყლის სათავე ნაგებობების მშენებლობა, მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკის რეაბილიტაციაა“ - აღნიშნა ზაქარია ენდელაძემ guardian.ge-სთან საუბრისას.


კომენტარები: 2
#2   Carley
      
References:


Steroid to cut fat

References:
https://hackmd.okfn.de/s/rygNbQzYrWg
1 აპრილი 2026 22:31
#1   achiko
      
ძალიან კარგია.ხალხი ხედავს როგორ მიდის ადიგენი წარმატებისკენ და უფრო დიდი წარმატების და მომავლის გვჯერა.ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი რაიონისთვის სიკეთე და კარგი უნდაააააააააააა.
14 ივლისი 2016 03:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი