ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა დაიწყო
06-04-2016, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ, რომელსაც რუსეთში გასულ თვეს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ე.წ მშრალი შიმშილობა დაიწყო. ეს განცხადება უკრაინული მედიის ცნობით,მისმა ადვოკატმა „ტვიტერის“ გვერდზე გააკეთა.

 

სავჩენკოს მოსკოვი რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებს, რასაც თავად მფრინავი კატეგორიულად უარყოფს. მან უარი განაცხადა ვერდიქტის გასაჩივრებაზე, ვინაიდან მიიჩნევს, რომ განაჩენი არალეგიტიმურია.

 

როგორც სავჩენკოს ადვოკატი აცხადებს, ბრლადებული ითხოვს უკრაინაში დაუყოვნებლივ დაბრუნებას.

 

სავჩენკოს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მხარდაჭერის შეტყობინება გაუგზავნა და ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს მის გათავისუფლებას. პოროშენკოს თქმით, სამართალი ბოლოს აუცილებლად აღსრულდება. საპასუხოდ სავჩენკომ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი