ჩემთვის ახლა მიმალვა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება, - განაცხადა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი დგებუაძემ.
როგორც მან პროცესზე აღნიშნა, ის არ აპირებს მიმალვას და გამოძიებისათვის ხელის შეშლას, შესაბამისად მოითხოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმებას.
”ჩემთვის ახლა მიმალვა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. მე ამ საქმეზე ღირსებაშელახული ვარ. არავითარი საფუძვლები რაც პროკურორმა ჩამოთვალა, დღეის მდგომარეობით არ არსებობს.
ვთვლი, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი ფაქტები სულ სხვა მიმართულებით წაიყვანს სიტუაციას - შექმნის იმ რეალურ სურათს რაც დაკავშირებულია ამ ტრაგიკულ ოპერაციასთან.
არანაირად არ ვაპირებ არც მიმალვას და არც თავის არიდებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ასევე, ის, რომ 22-23 თვე დაიწყო რაც წინასწარ პატიმრობაში ვიმყოფები.
რა მნიშვნელობა აქვს ეს იქნება ჰოლანდია, ბელგია თუ მარსი? ამიტომ გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩემი ადვოკატების მოთხოვნა”, - განაცხადა გიორგი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" საქართველოში რამდენიმე კვირის წინათ ჰოლანდიიდან, მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ჩამოიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.