„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კამპანიაში „ეს შენ გეხება“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრის მთავარი თემა ფარული მოსმენებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაა.
„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ თუ არ გატარდა ძირეული და სისტემური ცვლილებები სხვანაირად ეს სიბინძურე ქვეყანაში არ დასრულდება. ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ ხელისუფლებას ასეთი ცვლილებების სურვილი და კეთილი ნება არ გააჩნია. ამიტომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ არასამთავრობო სექტორთან და მოვისმინოთ მათი წინადადებები. არსებობს წინასწარი განწყობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევთანხმდეთ და მაქსიმალური კომპრომისების გზით წავიდეთ იმ ერთობლივ ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებელია, რათა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ფარული მოსმენების საკითხს“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
„ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ თავის მხრივ აქვს წინადადება სუს-ის გაუქმებასთან დაკავშირებით და ასევე სამართალდამცველებითი სტრუქტურების რეორგანიზაციის მიმართულებით.
რაც შეეხება კამპანია „ეს შენ გეხებაში“ ჩართულ არასამთავრობო სექტორის მოთხოვნებს, შეგახსენებთ, რომ ისინი ითხოვენ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმის მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში გამოძიებას და ამ გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.