თამარ კორძაია - თუ „რესპუბლიკელი მინისტრები“ საარჩევნო სიებში იქნებიან, მინისტრების პოსტებს დატოვებენ
06-04-2016, 04:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია წინასაარჩევნო პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ ”რესპუბლიკელი მინისტრები” საარჩევნო სიაში იქნებიან, ისინი მინისტრების პოსტებს დატოვებენ.

 

”ვიცით, რომ 60 დღით ადრე დაიწყება ოფიციალურად საარჩევნო კამპანია, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიცია უკვე წინასაარჩევნო რეჟიმშია. მომავალ ხედვებზე იწყება საუბარი, მსჯელობა მიდის ვინ იქნება კანდიდატები, როგორ იქნება სიები წარდგენილი”, - განაცხადა კორძაიამ.

 

მისივე თქმით, ”რესპუბლიკურ პარტიას” ჰყავს პარტიული ლიდერები, რომლებიც არიან ”რესპუბლიკური პარტიის” მიერ წარდგენილი მინისტრები.

 

”რესპუბლიკური პარტია” სიის და მაჟორიტარების შერჩევის პროცესში ”რესპუბლიკელ მინისტრებთან” შეთანხმებით გადაწყვეტს იქნებიან თუ არა ისინი საპარლამენტო კანდიდატები პროპორციული თუ მაჟორიტარული სისტემით. ამ ეტაპზე ზუსტი პასუხი არ არის. უახლოეს მომავალში, როდესაც პარტია ჩამოყალიბდება ამის შესახებ გაცნობებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ისინი იქნებიან კანდიდატები, მათთანვე შეთანხმებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დატოვებენ მინისტრების პოსტს”, - განაცხადა კორძაიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი