საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ კახა კალაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანხა დააბრუნეს.
"ისინი დაბრუნდნენ ქალაქში, დაუბრუნეს თანხა იმ პიროვნებებს, ვისგანაც მოჰქონდათ და ამის შემდეგ გამოემგზავრნენ საქართველოში, მომდევნო რეისით", - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე შეფასებით, ამ ორ დეპუტატთან დაკავშირებით "ძალიან ბევრი საეჭვო კითხვა არსებობს".
"ძალიან ბევრი საეჭვო კითხვა არსებობს, კონკრეტულად ამ ორ პიროვნებასთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაციით, მათ მართლაც მოჰქონდათ ერთ მილიონამდე შავი ფული. საინტერესოა ამ ფულის წარმომავლობა. თუ არაფერი იყო, როგორც ისინი ამბობენ, მაშინ რატომ ჰყავდათ 4 საათის განმავლობაში გაჩერებული აზერბაიჯანელ მებაჟეებს, მით უმეტეს, რომ მათ დიპლომატიურ პასპორტები აქვთ", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.