თამაზ მეჭიაური: არჩევნების თარიღის გადაწევა გვაწყობდა - პარლამენტში მოხვედრა გარანტირებული არავის გვაქვს და ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით
06-04-2016, 04:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მმართველი გუნდის წევრი, თამაზ მეჭიაური საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

 

 

"ნახევრად ხუმრობით გეტყვით - არჩევნების თარიღის გადაწევა ალბათ ყველას გვაწყობდა, გარანტირებული მოხვედრა მომავალ პარლამენტში არავის გვაქვს ერთი-ორი კაცის გარდაცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით" - აცხადებს მეჭიაური.

 

 

მისი შეფასებით, არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა.

 

 

"მთავრობას და პრეზიდენტს, ალბათ, ჰქონდათ კონსულტაციები და მათ თარიღი განსაზღვრეს. შეიძლება ოპოზიციას დავეთანხმო, რომ ცოტა იქით გადაწევა ჯობდა. მარტო ისინი არ დაზარალებულან ამით. ასევე ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მეორე ტური რამდენიმეში კი არა ბევრგან იქნება.

 

 

წინა კოალიციაში იყო მთავარი, რომ რეჟიმი დაგვემარცხებინა, ამიტომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიქმნა კოალიცია - იყო მერკანტილური მოსაზრებები, რომ ასეთი ფორმაციით არჩევნებში მონაწილეობა, მანდატების მიღების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა. დღეს ასეთი ფორმით მონაწილეობა არჩევნებში გამართლებული არ იქნება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არჩევნებში ყველამ დამოუკიდებლდ უნდა იყაროს კენჭი“, - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

 

 

მეჭიაურმა ასევე აღნიშნა, პირადად მას მეტი „ვალი აქვს ბიძინა ივანიშვილის, ვინაიდან პარლამენტში მან მოიყვანა“.

 

 

„ასე რომ, მე უფრო მეტი ვალი მქონდა იმ კაცთან, მაქვს და მექნება, ვინც იმ სიაში შემიყვანა. ეს ნორმალური არ არის, ამიტომ ვამბობ, რომ მანდატი ყველას უნდა ჰქონდეს არა ვინმეს ხათრით, არამედ მისი დამსახურებებით“, - განაცხადა მეჭიაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი