სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის ტერიტორიულ ერთეულში სოფლის კრება გაიმართა, რომელსაც მესტიის გამგებელი და ეკონომიკის სამსახურის უფროსი დაესწრნენ.
მოსახლეობას მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა გასული წლების სოფლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების მოკლე ანგარიში წარუდგინა. მან აღნიშნა, რომ "ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისთვის საჭიროა სოფლის ცენტრების განვითარება და ლოკალურად ისეთი მომსახურებების გაძლიერება, რომელიც თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი თითოეული მოსახლისთვის".
როგორც guardian.ge -ს მესტიის გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ძირითად პრიორიტეტულ პრობლემებად დასახელდა, ეცერის ტერიტორიულ ერთეულში ამბულატორიის შენობის მოწყობა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა, ასევე მინი-სტადიონის აშენება და თვითმმართველობის კლუბის მოწყობა.
მოსახლეობის მხრიდან დაისვა კითხვები ასევე სასმელი წყლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
ეცერის ტერიტორიული ერთეულისთვის 2016 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა სოფლების მიხედვით:
სოფ. ისკარი - 5470, ბარში - 5112, გვალდერი - 4058, ლანტელი - 4542, კალაში - 4571, ლადრერი - 4503, ლაშხრერი - 4252, უსგვირი - 4019, ურვალი - 4087, ფხუტერი - 4513, ქურაში - 4174, ცალანარ - 4532, ჭელირი - 4967, ებუთი - 5064. მთლიანი თანხა 63 864 ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.