"ნაციონალური მოძრაობა": ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის თემით ნარმანიას დედის სკანდალის გადაფარვა სცადეს
20-06-2014, 07:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ირმა ნადირაშვილის და ზურაბ ჯაფარიძის თემით ნარმანიას დედის სკანდალის გადაფარვას ეცადა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, ამაზრზენია ის რაც ხელისუფლებამ გააკეთა.

 


"რაღაც ინტრიგა შემოიტანეს, ახალი ნიუსი დადეს ირმა ნადირაშვილთან და ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით, ფაქტია მცდელობაა იმისა, რომ როგორმე ნარმანიას დედის საქციელი საარჩევნო უბანზე არ ყოფილიყო დღის მთავარი ნიუსი, როდესაც ამაში დიპლომატებსაც რევთ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მეორე ამორალურია, როდესაც ნარმანიას დედის გადასარჩენად ირმა ნადირაშვილის დედა საავამდყოფოში მოხვდა", - განაცხადა გოგორიშვილმა.

 


ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის განმარტებით, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ყველა გადაადგილება გააკონტროლოს.

 

 

"ეს აბსურდული თემები მოიტანეს. მე იმ პერიოდში ვიმყოფებოდი ბაქოში, ბარამიძეც ბაქოში იყო, მაგრამ ის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარს ესწრებოდა. გუშინ გაფრენის წინ მე და ირაკლი სესიაშვილი ერთად ვიყავით ვიპში", - განაცხადა მაჭავარიანმა.

 


საპარლამენტო უმცირესობის წევრების, ირმა ნადირაშვილის და ზურაბ ჯაფარიძის ბაქოდან თბილისში გამომგზავრებისას ინციდენტი მოხდა. ისინი მებაჟეებმა რამდენიმე საათის განმავლობაში გააჩერეს და გაჩხრიკეს. ეს ფაქტი უკავშირდებოდა ინფორმაციას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შესახებ.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი