დავით ბაქრაძე: ის, რომ ქვეყანაში დადგება 8 ოქტომბერი, უნდა გავიგოთ 8 აგვისტოს
06-04-2016, 06:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ის, რომ ქვეყანაში დადგება 8 ოქტომბერი, უნდა გავიგოთ 8 აგვისტოს“ - აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ბაქრაძემ "რუსთავი-2"-თან საუბრისას გააკეთა.

 


ბაქრაძის განცხადებით, ეს „ქართული ოცნების“ მორიგი აბსურდია, რომლითაც პარტია საზოგადოების სიცრუეში შეყვანას ცდილობს.

 


„მინდა მკაფიოდ ვუთხრა „ქართულ ოცნებას“ - რაც არ უნდა ფოკუსები მოიფიქრონ, რა სისულელეც არ უნდა გამოაქვეყნონ, ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნებს წააგებენ. ამიტომ ვურჩევ მათ, რომ თავი დაანებონ ასეთი ტიპის ფოკუსებს, ხალხისა და პოლიტიკური პარტიების მოტყუებას და ნორმალურ, თანაბარ და მშვიდ არჩევნებში გადააბარონ ხელისუფლება მომავალ გამარჯვებულს, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - აღნიშნა ბაქრაძემ.

 

 

საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულებები ძალაში 8 აგვისტოდან შევა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი