ხელფასთან დაკავშირებით, მინდა დავამშვიდო ის დეპუტატები, რომლებიც ნერვიულობენ ამ საკითხზე, მეორე ტური მათ აძლევს საშუალებას მიიღონ ხელფასი ოქტომბერში და ნოემბერშიც თუ არჩევნები გაიწელა, - აღნიშნული განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ზურაბ აბაშიძემ „რუსთავი-2“-თან საუბრისას გააკეთა.
„რაც შეეხება მეორე ტურებს, ეს გარდაუვალი პროცესია. ყოფილი კოალიციის მიერ მიღებულ ამ საარჩევნო კოდექსს კი ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით“ - აღნიშნა აბაშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.