ლონდონის სასამართლომ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ ცნო და საქართველოში მის ექსტრადირებაზე უარი თქვა.
ლონდონის სასამართლომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ სცნო და მის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე, ჰოვარდ რიდლი თავის გადაწყვეტილებას დეტალურად განმარტავს 31-გვერდიან დოკუმენტში.
სამოტივაციო ნაწილში ნათქვამია, რომ საქართველოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და ექსტრადირების შემთხვევაში არსებობდა რისკი, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკური სპეკულაციისგან თავისუფალი არ იქნებოდა.
"საუბარი არ არის მხოლოდ კეზერაშვილზე, აქ მოყვანილია მთელი მონაცემები წინა ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნებისა, რომლებიც დღემდე განიცდიან პოლიტიკურ დევნას,“ - განაცხადა კეზერაშვილის ადვოკატმა, შოთა მინდელმა "რუსთავი-2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.