“მე წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელ ელემენტად აღმიქვამთ?! მე მაშინაც მინისტრი ვიქნები და ჩემს საქმეს გავაკეთებ“ - აღნიშნული განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა გააკეთა.
წინაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა სოფლის მეურნეობის მინისტრმაც. ოთარ დანელიას თქმით, განსაზღვრული კანონის ფარგლებში, სტანდრტულად განაგრძობს მუშაობას.
„ოფიციალურად ჯერ არ ვიცი რაში ჩავერთვები, ზოგადად ძალიან ბევრი რამე იცვლება და მე მზად ვარ, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას“ - განაცხადა დანელიამ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის თქმით, კანონის ფარგლებში იმოქმედებენ მინისტრები წინასაარჩევნო პერიოდში და არც ერთ შემთხვევაში კანონის დარღვევა არ მოხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.