წინამძღვრიანთკარში პროფესიული სასწავლებლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თამარ სანიკიძემ ოთარ დანელიასა და ნოდარ ჯავახიშვილთან ერთად მოინახულა
06-04-2016, 08:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში პროფესიული სასწავლებელის სრული რეაბილიტაციის პროცესი სრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ დანელიასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ნოდარ ჯავახიშვილთან ერთად გაეცნო.

 


მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ერთადერთი პროფესიული სასწავლებლის შენობის სრული რეაბილიტაცია უკვე ერთი წელია ხორციელდება. მოდულური საგანმანათლებლო პროგრამებისთვის მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მოწყობა. კოლეჯში დაგეგმილია რეგიონის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმებას და თვითდასაქმებას. დაწყებულია სამუშაოები აგრარული მიმართულების პროგრამების განსახორციელებლად. პარალელურად ხორციელდება კოლეჯის დამატებითი კორპუსების რეაბილიტაცია დაბა თიანეთსა და დაბა სტეფანწმინდაში.

 


,,აღსანიშნავია, რომ მთავრობის 4 პუნქტიანი რეფორმის გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა განათლება, მათ შორის პროფესიული განათლების რეფორმა. ჩვენ დარგში ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია განათლების კუთხით რეფორმის გატარება და კადრების მომზადება. სოფლის მეურნეობის მიმართ ინტერესის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა პროფესიონალი კადრების მიმართ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აგრონომების, ვეტერინარების და სხვა სპეციალისტების მოწვევა უცხოეთიდან უწევთ. ამიტომ აუცილებელია, მომზადდეს კადრები და მოთხოვნის დაკმაყოფილება ადგილობრივი ადამიანური რესურსით მოხდეს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

 


წინამძღვრიანკარში პროფესიული სასწავლებლის შენობის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება. ახალი სასწავლო წლიდან პროფესიული კოლეჯი უკვე განაახლებს ფუნქციონირებას და კვლავ აღორძინდება ის სასოფლო-სამეურნეო მიმართულელებები, რომელიც წლების წინ წარმატებით ფუნქციონირებდა. სასწავლებელი 300 სტუდენტზეა გათვლილი.

 


აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კერძო სექტორის მხრიდან სოფლის მეურნეობის მიმართულების სპეციალისტებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. რეგიონში მოქმედი 20-მდე კერძო კომპანია მჭიდროდ ითანამშრომლებს პროფესიულ სასწავლებელთან, რაც სტუდენტების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი