დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, მას არ აქვს იმის განცდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე არადეკლარირებული თანხის შემოტანას "არ იკადრებენ და არ გააკეთებენ". როგორც ბესელიამ აღნიშნა, ძალიან საყურადღებო იყო აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის გაკეთებული განცხადება.
"საყურადღებო იყო ელჩის განცხადება, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა ფაქტს ადგილი, რომ პარლამენტის წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან", ქალბატონი ნადირაშვილი და ბატონი ჯაფარიძე შეაჩერეს საბაჟოს თანამშრომლებმა და ხდებოდა არადეკლარირებული, დაახლოებით მილიონ დოლარამდე თანხის გადმოტანის მცდელობა. ძალიან ბევრი კითხვაა, ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა, ისმის კითხვები იმ განმარტებებთან დაკავშირებით, რომლებიც თავად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გააკეთეს. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზირისით და ქვეყნის ეროვნულ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამ ფაქტებს სჭირდება ყურადღებით შესწავლა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, გარდა კანონმდებლობისა ეს ფაქტი იმითაც არის საყურადღებო თუ რა მოვლენებს უკავშირდება. როგორც ბესელიამ აღნიშნა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში არჩევნები არ დასრულებულა და მეორე ტური უნდა ჩატარდეს, ამ კუთხით არის მისაქცევი ამ საკითხზე ყურადღება.
"თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გაიხსნა ძალიან სერიოზული საქმე შავი ფულის შემოდინების უგულავას ქვისლის შემთხვევაში, ბუნებრივია, ამ ყველაფრის შემდეგ სეიროზული კითხვები ჩნდება. თუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ეს ბატონები ამას არ იკადრებენ, არ გააკეთებენ, მე პირადად არ მაქვს ეს განცდა, მაგრამ ფაქტებით უნდა ვისუბროთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ის ასევე გამოეხმაურა ვიცე პრემიერ კახა კალაძეს მიერ გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ ვიცე პრემიერს, ბუნებრივია, აქვს ბევრი ინფორმაცია და ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით კეთდება შესაბამისი დასკვნები. ბესელია ფიქრობს, რომ მოგვიანებით, ამ საქმესთან დაკავშირებით, კიდევ მეტი ინფორმაცია გაცხადდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.