რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვლადიმერ პუტინმა ახალი ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა. როგორც ირკვევა, ახალშექმნილი გვარდია ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ იბრძოლებს.
აღნიშნული უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებისგან დაკომპლექტდება და მას პუტინის ყოფილი დაცვის წევრი, ვიქტორ ზოლოტოვი უხელმძღვანელებს.
როგორც კრემლის ლიდერმა განაცხადა, აღნიშნული უწყება საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისთვის იმუშავებს. თუმცა, პუტინის ზოგიერთი კრიტიკოსი ამბობს, რომ მსგავსი სამსახურის შექმნა პრეზიდენტმა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მას მომავალი არჩევნებისთვის არეულობის ეშინია. მაგრამ როგორც კრემლის ლიდერის პრეესპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, უწყების შექმნა სექტემბრის არჩევნებთან კავშირში არ არის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.