გიორგი ცაგარეიშვილი - გამიჩნდა ეჭვი, რომ გუშინ მთავრობის კანცელარიაში შეკრებილმა საზოგადოებამ რაღაცეები ვერ გათვალა
06-04-2016, 09:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი არჩევნების დანიშვნის თარიღს ეხმაურება. არჩევნების თარიღის გამოცხადება, რაც მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის სასიხარულო ინფორმაცია შეიძლება ყოფილიყო, ხელისუფლების წარმომადგენლების საქმეში ჩაუხედაობისა და გაუთვიცნობიერებლობის გამო, დიდ გაუგებრობად და საჯილდაო ქვად იქცა, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

 

მისივე თქმით, შეიძლებოდა, პრეზიდენტს მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გამოეცხადებინა, რომ არჩევნების დანიშვნას 8 ოქტომბრისთვის გეგმავდა და რაიმე სამართლებრივი აქტის გამოცემაზე საუბარი არ ყოფილიყო.

 

ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ გუშინ გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილად თქვა, რომ არჩევნებს 8 ოქტომბრისათვის ნიშნავს, შესაბამის განკარგულებას კონტრასიგნაციისთვის უგზავნის პრემიერ-მინისტრს, აქ კი, უკვე პრობლემები შეიქმნა, რადგან მისი მხრიდან არანაირი 8 აგვისტო ნახსენები არ ყოფილა.

 

“უკვე ჩნდება სამართლებრივი პრობლემატიკა, თუ რას ნიშნავს არჩევნების დანიშვის დღე, რომელია ეს დღე, რომელია გამოქვეყნების თარიღი, რატომ 60 დღით ადრე და არა - 90 დღით ადრე ასე შემდეგ. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ის, რომ პარტიები 8 ოქტომბერზე იყვნენ ორიენტირებული და 8 ოქტომრისათვის მოემზადონ, მაგრამ ჩნდება ბევრი კითხვის ნიშანი - გუშინ, როცა თარიღი გავრცელდა, იქვე მეორე თარიღზე - 8 აგვისტოზე არაფერი იყო ნათქვამი. ითქვა მხოლოდ 8 ოქტომბრის შესახებ. აქედან გამომდინარე გამიჩნდა ეჭვი, რომ გუშინ მთავრობის კანცელარიაში შეკრებილმა საზოგადოებამ უბრალოდ რაღაცეები ვერ გათვალა და ვერ განსაზღვარვა ის, რომ როგორც კი, პრეზიდენტის მიერ გამოცემული და მთავრობის მიერ კონტრასიგნირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ძალაში შევიდოდა, ამოქმედდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით “საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული შეზღუდვები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მოუმზადებელი განაცხადი იყო და ამის შემდეგ მთავრობაში მოისაზრეს, აწონ-დაწონეს ყველა ის რისკი, რაც აქედან გამომდინარეობდა - როცა მკვიდრდება თამაშის წესები არჩევნებამდე ორი თვით ადრე, უამრავი რამ იზღუდება და ამ შეზღუდვების 6-თვით ადრე დაწესება შეიძლება ოპოზიციური პარტიებისთვის კარგი იყოს, მაგრამ საქმე იმაშია, რამდენად გამოადგება ეს ქვეყნის გამართულ ფუნქციონირებას“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი