სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ გასატარებელი კომპლექსური ღონისძიებების თაობაზე „მემარცხენე ალიანსის„ გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტისგან კატეგორიულად მოითხოვა საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცოს და არჩევნების ჩატარებამდე ძალაში შეიყვანოს საკანონმდებლო ღონისძიებები, რაც გულისხმობს ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ ვაჭრობის სისხლის სამართლებრივად დასჯას.
„საქართველოსთვის კვლავ მძიმე პრობლემად რჩება ნარკომანია. სამწუხაროა, რომ ეს მწვავე პრობლემა არა თუ ვერ გადაიჭრა დღემდე, პირიქით, უფრო გამწვავდა. მეტიც, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ ნარკომანიის ლეგალიზაციას, რასაც ემატება ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ არსებობა, რომლის დაუყოვნებელი აღკვეთა მოითხოვა „მემარცხენე ალიანსმა“ ხელისუფლებისგან, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროსგან ვითხოხვდით მოემზადებინა საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი, რაც გულისხმობს ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ ვაჭრობის სისხლის სამართლებრივად დასჯას.
ჩვენს მიერ დაყენებულ საკითხს ოპერატიულად გამოეხმაურა სამინისტრო და გვაცნობა, რომ უწყებამ უკვე დაიწყო მუშაობა ამ უმწვავესი საკითხის გადასაჭრელად, რისთვისაც შექმნილია ექსპერტთა ჯგუფი.
სამწუხაროდ საკითხის გადაწყვეტა ჭიანურდება, ხოლო თითოეული გადაცილებული დღე ახალი უბედურების მომტანია ჩვენი შვილებისა თუ შვილიშვილებისათვის. საფრთხეშია საქართველოს მომავალი! ამიტომ მოვითხოვთ: საკითხზე მომუშავე ჯგუფში ჩართულ იქნას „მემარცხენე ალიანსის“ ექსპერტი სამედიცინო საკითხებში, დაჩქარდეს საკითხის მომზადება, ხოლო პარლამენტისგან კატეგორიულად მოვითხოვთ: საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცოს და ძალაში შეიყვანოს საკანონმდებლო ღონისძიებები არჩევნების ჩატარებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პარტიის მიერ მიჩნეულ იქნება, რომ პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა არ არის დაინტერესებული ნარკომანიის, როგორც უმძიმესი სენის აღმოფხვრით“,- განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.