ერთი კვირაა ფოთში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. როგორც ცნობილია, 28 წლის გიგა გოგოხია გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია, ის ფოთში მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
"რუსთავი -2"-ის ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცის მეგობარმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ გოგოხიას შელაპარაკება ტაქსის მძღოლთან მოუვიდა, რის შემდეგაც მძღოლი მათ საპატრულო პოლიციის გამოძახებით დაემუქრა. ინციდენტის შემდეგ ახალგაზრდა აღარავის უნახავს. ახლობლები და ოჯახის წევრები პოლიციისგან სამძებრო სამუშაოების გაძლიერებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.