პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპარლამენტო არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.
ადმინისტრაცია განმარტავს, რომ არჩევნების 6 თვით ადრე დანიშვნა მოხდა იმისთვის, რომ პოლიტიკური გარემო უფრო მეტად პროგნოზირებადი ყოფილიყო და პოლიტიკურ პარტიებს ჰქონოდათ საშუალება უკეთესად დაეგეგმათ საარჩევნო კამპანია.
ადმინისტრაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ შეთანხმება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის გუშინდელ შეხვედრაზე შედგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.