არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი არჩევნები“ უკმაყოფილებას გამოთქვამს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით და ხელისუფლებისგან ახსნა-განმართებებს მოითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების პროცესი სპონტანურად და არათანამიმდევრულად წარიმართა , რამაც სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა.
არჩევნების თარიღის დანიშვნის გადაწყვეტილებას ორგანიზაცია სპეციალური განცხადებით ეხმაურება. გთავაზობთ ამონარიდს გავრცელებული განცხადებიდან:
„მიგვაჩნია, რომ “საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ ცალსახად არის განსაზღვრული, რომ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია და მასთან დაკავშებული წესები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა თუ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, არჩევნების თარიღის დანიშვნის აქტის
გამოქვეყნებისთანავე იწყება. შესაბამისად, გაუგებრობას ქმნის გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშრებით, რომ კამპანიის დაწყების თარიღად 8 აგვისტო განისაზღვრა და არა არჩევნების თარიღის დანიშვნის გადაწყვეტილების ოფიციალური გამოქვეყნება.
წინასაარჩევნო პერიოდში სამართლებრივი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ შესაბამის უწყებებს, საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ოფიციალური განმარტებები, კანონის რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყება 8 აგვისტოს და არა ორგანული კანონით, “საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესით - არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.