ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს Uefa-ს ოფისები შვეიცარიის პოლიციამ გაჩხრიკა. ამის შესახებ BBC წერს.
ეს ნაბიჯი პანამის ფირმის მოსაკ ფონსეკას გამჟღავნებულ დოკუმენტებში ყოფილი გენერალური მდივნის - ახლა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს Fifa- ს პრეზიდენტის გიანი ინფანტინოს - მოხსენიებას მოჰყვა.
ამასობაში კი ე.წ. „პანამის დოკუმენტებში“ დასახელებული „ფიფას“ ოფიციალური პირი ხუან პედრო დამიანი თანამდებობიდან გადადგა.
ინფანტინო უარყოფს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობას, „უეფამ“ კი განაცხადა, რომ ის პოლიციას საგამოძიებო ქმედებებში დახმარებას უწევს.
Uefa-ში მუშაობის დროს ინფანტინომ 2006 წელს სხვებთან ერთად ხელი მოაწერა ტელევიზიის უფლებების ხელშეკრულებას ორ ბიზნესმენთან, რომლებსაც მას შემდეგ შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ მექრთამეობაში დასდო ბრალი.
Cross Trading-მა, რომელსაც ჰუგო ჯინკისი და მისი შვილი მარიანო ფლობდნენ, „უეფას“ ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის უფლებები 2006 წელს 111 000 აშშ დოლარად იყიდა და დაუყოვნებლივ გაყიდა ის ეკვადორის სამაუწყებლო კომპანია „ტელეამაზონასზე“ 311 170 აშშ დოლარად.
კონტრაქტმა დღის სინათლე მას შემდეგ იხილა, რაც „მოსაკ ფონსეკას“ 11 მილიონი დოკუმენტი გამჟღავნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.