“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით ცუდი არ არის, რომ კარგა ხნით ადრე ცხადდება არჩევნების თარიღი. ბურჯანაძის განცხადებით, მის პარტიას უმტეს რაიონში ეყოლება მაჟორიტარობის ძალიან სერიოზული კანდიდატები.
„ჩემთვის არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნებოდა 8 ოქტომბერი თუ 28 ოქტომბერი. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები ინტენსიურად ავრცელებენ ხმებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომდა ხან იმას ვუერთდებით - ხან ამას ვუერთდებით და ეს კეთდება მხოლოდ ერთი მიზნით, რომ რომ მოსახლეობა დაიბნეს.
„დემოკრატიული მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მზადაა, მათ შორის მაჟორიტარებთან დაკავშირებითაც - ჩვენ გვეყოლება ძალიან სერიოზული კანდიდატები. მე გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ შეიძლება ვერ შევძლოთ ყველა რაიონში ერთნაირად ღირსეული მაჟორიტარის წარდგენა. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ უმეტეს რაიონზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ და წარმოვადგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატურებს, ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველგან“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები ყოფილ პრემიერთან, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:
„საერთოდ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი ჩვენს პარტიასთან რატომ იქნა ნახსენები სიმართლე გითხრათ დღემდე ვერ ამოვხსენი.
ეს უცნაურობა ქართულ პოლიტიკას ძალიან სჩვევია, ასეთი უცნაური ჭორების გავრცელება მაქვს მხედველობაში. არანაირი კავშირი და შეხება ბუნებრივია, ჩვენ არ შეიძება გვქონდეს ირაკლი ღარიბაშვილთან და არც არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ჩვენ ამ ეტაპზე ვემზადებით დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და ნამდვილად გვაქვს იმისი ძალა, რომ ყველა რაიონში როგორც მაჟორიტარების დონეზე, ასევე ბუნებრივია პარტიული ხმებისათვის ძალიან სერიოზულად ვიბრძოლოდ, ეს იცის ხელისუფლებამაც, ეს იცის სხვა ოპოზიციურმა ძალებლაც და ჩვენ ძალიან სერიოზული შედეგების მოლოდინში ვართ“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის აღნიშნულ განცხადებას პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.