ისლანდიის მმართველმა კოალიციამ ქვეყნის ახალ პრემიერ მინისტრად ზიგურდურ ინგი იოჰანსონი დაასახელა, საპარლამენტო არჩევნები კი ადრეულ შემოდგომაზე ჩატარდება. ამის შესახებ BBC წერს.
53 წლის იოჰანსონი სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის მინისტრი და "პროგრესული პარტიის" ლიდერის მოადგილეა.
კოალიციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ე. წ. "პანამას დოკუმენტების" გაჟონვის გამო ზიგმუნდურ გუნლაუგსონი პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგა.
პანამას იურიდიული ფირმიდან, "მოსაკ ფონსეკადან" გამოჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ გუნლაუგსონი თავის ცოლთან ერთად ოფშორულ კომპანიას ფლობს, ეს კი მის მიერ დეკლარირებული არ ყოფილა, როცა იგი პრემიერ მინისტრი გახდა.
გუნლაუგსონმა განაცხადა, რომ მან თავისი წილები მეუღლეს მიჰყიდა და ამდენად, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. მაგრამ მას ბრალი ოჯახის კუთვნილი მილიონობით ამერიკული დოლარის დამალვაში დასდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.