ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე შპს "სავარძელის" საწყობში ძლიერი ხანძარია. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი საწარმოს გვერდით არსებულ გაყინული პროდუქტების საწყობზე და მიმდებარედ ორსართულიან შენობებზეც გავრცელდა.
ადგილობრივი მოსახლეობა ცეცხლმოდებული შენობიდან პროდუქტის გამოტანას ცდილობს. როგორც ავეჯის ქარხნის თანამშრომლები აცხდებენ, საწარმოში აალებადი პროდუქტები მათ შორის აცეტონები, გამხსნელი სითხეები და საბურავები ინახებოდა.
ადგილზე ბათუმის და ქობულეთის სახანძრო სამსახურის 12-მდე ჯგუფი მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.