რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შვეიცარიელ კოლეგასთან საქართველოზე ისაუბრებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები განიხილავენ რიგ საკითხს, რომელიც უკავშირდება შვეიცარიისთვის მინიჭებული მანდატის შესრულებას საქართველოში რუსეთის ინტერესთა წარმომადგენლობისა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერესთა წარმომადგენლობის შესახებ“, - განაცხადა ზახაროვამ.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე ბურკჰალტერი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით 11 აპრილს ჩავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.