საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სამდღიან ოფიციალურ ვიზიტად რუმინეთში იმყოფება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ თინა ხიდაშელი რუმინელ კოლეგასთან მიჰეა მოტოჩთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში ასევე იგეგმება ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში 2016 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის გაფორმება.
„რუმინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია, მუდამ ჩვენს გვერდში დგას ყველა ფორუმზე, ყველა ღონისძიებაზე. როდესაც ამ ქალაქში ჩამოდიხარ, ზუსტად იცი, რომ მეგობრებს შორის ხარ. ჩვენი ამოცანაა, რომ სწორედ, მეგობრებთან ვარშავის სამიტამდე დეტალებში გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც ამ მიმართულებით, ამ გზაზე დგას; ყველა ის წინადადება, რომელზეც ახლა მიდის მუშაობა ბრიუსელში, ყველა მოსაზრება, ყველა შეხედულება. ჩვენ მეგობრებთან ვართ და ამიტომ, გვაქვს კომფორტი, დეტალებში მათი რჩევებით ვიმოქმედოთ ვარშავის სამიტამდე გასავლელ გზაზე,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინელმა კოლეგამ ეროვნული სამხედრო კლუბის სასახლეში - მარმარილოს დარბაზში ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ხიდაშელის შეხვედრები პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში იონ ოპრიშორთან, ასევე ორმხრივი შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლაზარ კომანესკუსთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.