გედევან ფოფხაძე- ქორწინების კონსტიტუციაში დაფიქსირების საკითხზე, რეფერენდუმი არ იგეგმება
07-04-2016, 02:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ქორწინების როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის კონსტიტუციაში დაფიქსირების საკითხზე, რეფერენდუმის ჩატარება მმართველი გუნდის დღის წესრიგში არ დგას. ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნულ თემაზე რეფერენდუმის გამართვის მოსაზრებას თავად მოქალაქეები საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო-საყოველთაო განხილვისას გამოთქვამენ.

 

„რეფერენდუმის გამართვის შესახებ ინიციტივა არ არსებობს. შემიძლია მხოლოდ ის დაგიდასტუროთ, რომ შეხვდრების დროს, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მართავს, გამოითქმება აზრი თავად მოქალაქეების მხრიდან, ხომ არ იქნება უპრიანი, რომ საზოგადოებამ საკუთარი აზრი რეფერენდუმის გზით გამოთქვას. ეს ითქვა თელავში, ზუგდიდში, ახალციხეში და ფაქტობრივად, ყველა შეხვედრაზე. თუმცა, ამ თემაზე პოლიტიკური მსჯელობა და რაიმე ინიციატივა ჩვენი გუნდის ფარგლებში არ ყოფილა. რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე გუნდში დღესდღეობით მსჯელობა არ მიმდინარეობს“, - განუცხადა ჟურალისტებს გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი