"ქართული ოცნების" გარდა, კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს ამ ეტაპზე დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვთ - ზურაბ ბიგვავა
07-04-2016, 03:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფსიქოლოგ ზურაბ ბიგვავას მიაჩნია, რომ "ქართული ოცნების" გარდა, კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს ამ ეტაპზე დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვთ. ამის შესახებ მან გაზეთ "რეზონანსთან" ისაუბრა.


„კოალიციის დაშლით პარტია "ქართული ოცნება" ამომრჩეველს არ დაკარგავს, პირიქით, შეიძლება მოემატოს კიდეც ის მხარდამჭერები, რომელიც 2012 წლის შემდეგ დაკარგა.


არსებობენ ადამიანები, რომელთაც კოალიციის ზოგიერთი წევრების, პარტიების ქმედებები და გამონათქვამები არ მოსწონდათ. ასეთები საკმაოდ ბევრნი იყვნენ. ეს არ არის პატარა რიცხვი, რომელიც "ოცნებამ" მხარდამჭერებიდან დაკარგა. თუმცა ის დაპირებები, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" ასოცირდება და ამის შეუსრულებლობის გამო ამომრჩეველი დაკარგა, დიდი ალბათობით, ისევ მოუბრუნდება“ - აცხადებს ბიგვავა.


მისივე თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ნიშნები არ იკვეთება და ეს არარეალურია.


„სულ რაღაც 6-7 თვე დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე. მაშინ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, ახლა კი მსგავსი არაფერი ხდება. რეალურად ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა. სიტუაცია დალაგებულია და ღმერთმა ქნას, ასე მივიდეთ არჩევნებამდე და მერე გადაწყდება, ვის დაუჭერენ მხარს," აცხადებს ზურაბ ბიგვავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი