რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი სომხეთსა და აზერბაიჯანში მიემგზავრება. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ქვეყნებში პრემიერის ჩასვლა რეგიონში ვითარების გამწვავების გამო დაიგეგმა.
დიმიტრი მედვედევი სერჟ სარქისიანს დღეს, ილჰამ ალიევს კი ხვალ შეხვდება.
აზერბაიჯანი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხურმა მხარემ 20-მდე დასახლებული პუნქტის მიმართულებით თითქმის 120-ჯერ გახსნა ცეცხლი.
არაღიარებულ რესპუბლიკაში კი აცხადებენ, რომ ღამით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შეჭრა ორჯერ სცადეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.