კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი 26 მაისის ღონისძიებების ფორმატზე საუბრობს. მიხეილ გიორგაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ფორმატი წელს განსხვავებული და საინტერესო იქნება.
მისივე თქმით, პროექტ, check- in georgia-ს მეშვეობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძებები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ 26 მაისს თავისუფლების მოედანზე ტრადიციულად გაიმართება ფიცის დადება, რუსთაველის გამზირზე კი დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.
,,ფორმატი, რომელიც წელსააა დაგეგმილი, იქნება საინტერესო და განსხვავებული. დაგეგმილია სხვადასხვა კონცერტები, გალა კონცერტი", - განაცხადა გიორგაძემ. მისივე თქმით, დამოუკიდებლობისს დღისადმი მიღძვნილი ღონისძებები საქართველოს რეგიონებშიც გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.