„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - პრეზიდენტმა უკან უნდა გაიწვიოს თავისი განკარგულება!
07-04-2016, 03:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პრეზიდენტისგან საკუთარი განკარგულების უკან გაწვევას მოითხოვს. საარჩევნო კამპანია არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე უნდა დაიწყოს და არა 8 აგვისტოს, - აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროექტების კოორდინატორი ლევან ნატროშვილი.

 

მისივე განცხადებით, პრეზიდენტის განკარგულებაში არსებული მითითება 8 აგვისტოდან ამოქმედების შესახებ, ვერანაირად ვერ აღსრულდება, ვინაიდან საარჩევნო კოდექსში წერია, რომ საარჩევნო კამპანია არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება.

 

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია, პრემიერმა არ მისცეს თანხმობა პრეზიდენტის განკარგულებას და შენიშვნებით უკან დაუბრუნოს.

 

”ვფიქრობთ, 2 თვე მცირე პერიოდია საარჩევნო კამპანიისთვის, მაგრამ 6 თვე მეტისმეტია. ამიტომ კარგი იქნება, თუ შეირჩევა შუალედური ვარიანტი, მაგალითად, 3-4 თვე. ვფიქრობ, გამოსავალი უნდა მოიფიქრონ - პრეზიდენტმა უკან გაიწვიოს თავისი განკარგულება, ან შეცვალოს ან კონტრასიგნაცია არ გაუკეთონ, სხვა შემთხვევაში არჩევნების დანიშვნის შეესახებ გადაწყვეტილება მისი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება და საარჩევნო კამპანია დაიწყება”, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი