დავით ნარმანიამ დიდუბეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
07-04-2016, 03:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დიდუბის გამგებელთან, ირმა ზავრადაშვილთან ერთად, დიდუბეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

 


დავით ნარმანია იმყოფებოდა ფოთის ქუჩაზე, სადაც გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ორი ფენა ასფალტის საფარი. უკვე დასრულდა ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა.

 


ფოთის ქუჩაზე პარალელურად მიმდინარეობს დამწვარი სახლის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს გადახურვა და კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გარემონტდება საცხოვრებელი ფართები.

 


„დიდუბის რაიონში ძალიან სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის თვალსაზრისით. კეთდება უბნებში საერთო სარგებლობის გზები, საბავშვო მოედნები, წესრიგდება ეზოები. ყველაფერი კეთდება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


დავით ნარმანია იმყოფებოდა ასევე ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც 3500 კვადრატული მეტრი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო დიღმის მასივის მე-3 კვარტალში და ახმეტელის ქუჩაზე. დიღმის მასივის მე-3 კვარტალში 4000 კვმ გზის რეაბილიტაცია კაპიტალურად მიმდინარეობს. ეწყობა სანიაღვრე, ბორდიურები და ტროტუარი. ახმეტელის ქუჩაზე ასევე ბაზალტის ბორდიურები და ტროტუარი გაკეთდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი