დიმიტრი ქუმსიშვილი გიორგი კვირიკაშვილზე - გაჩნდა ასეთი ფენომენი!
07-04-2016, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას დადებითად და პროდუქტიულად აფასებს, მისივე განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმა ამ წუთში უკვე მიმდინარეობს.

 

„ვაფასებ უაღრესად დადებითად და პროდუქტიულად. მეც რომ არ შევაფასო არაერთი კვლევა ადასტურებს ამას. გაჩნდა ასეთი ფენომენი - გიორგი კვირიკაშვილის ეფექტი, რომელიც პირდაპირ აისახა დამოკიდებულებაზე ბიზნესის კეთებისადმი. ბატონი გიორგის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმა ამ წუთში მიმდინარეობს. გადასახადების დაწევის ნაწილში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმის განხილვა პარლამენტის კომიტეტებმა უკვე დაიწყეს, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტიდან გვექნება ამ მიმართულებით დიდი მხარდაჭერა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

მისივე თქმით, სტარტაპების მიმართულებით დიზაინი პრაქტიკულად დასრულებულია და უახლოეს დღეებში მათი დაანონსება მოხდება. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, განათლების ნაწილში რეფორმის პირველი პუნქტის პრეზენტაცია უკვე გაიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი