დიმიტრი ქუმსიშვილი: ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ აქტიურად იმისთვის, რომ ბილეთი იაფი ღირდეს და რაც შეიძლება მეტი სტუმარი ჩამოვიდეს საქართველოში
07-04-2016, 04:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ავიაკომპანიებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ ბილეთი იაფი ღირდეს და რაც შეიძლება მეტი სტუმარი ჩამოვიდეს საქართველოში.

 

 

„ძალიან აქტიურად მიდის სამუშაოები თბილისის აეროპორტში. 31 ივნისს პრაქტიკულად განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გვექნება და შესაბამისად, მთელ ამ პერიოდში საკმაოდ დაძაბული გრაფიკია აეროპორტში იმიტომ, რომ 20.00 საათიდან 10.00 საათამდე ვიღებთ სტუმრებს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

ქუმსიშვილი ტურიზმის სექტორს მოუწოდებს, რომ ფასებთან მიმართებაში ძალიან ფრთხილები იყვნენ.

 

 

„რამდენიმე კვლევის მიხედვით, საქართველოზე მოთხოვნა მკვეთრადაა გაზრდილი, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო და ჩვენ ტურიზმის სექტორს მოვუწოდო, რომ ისინი ძალიან ფრთხილები იყვნენ ფასებთან მიმართებაში, იმიტომ, რომ გვყავს არაერთი კონკურენტი ჩვენი მეზობელი და შესაბამისად, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ფასები და სერვისის შესაბამისობა მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ის სტუმრები, ვისაც ჩამოსვლა სურთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

მინისტრის განცხადებით, წელს ტურიზმიდან გაცილებით მეტ შემოსავალს ელიან, ვიდრე იყო შარშან.

 


ქუმსიშვილის თქმით, შარშან ტურიზმმა დააგენერირა 1 მილიარდ 935 მილიონი დოლარი, რაც 148 მილიონი დოლარით მეტი იყო, ვიდრე 2014 წელს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი