დედაქალაქის მერი თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების მოთხოვნებს გამოეხმაურა.
დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზეა“ დამოკიდებული მათთვის ხელფასების გაზრდა. ქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” რამდენიმე დღის წინ უკვე გადადგა ნაბიჯები და ხელფასები მეტროპოლიტენის თანამშრომლებს მათი ნამსახურები წლების მიხედვით მოემატება. ნარმანიას განცხადებით, მათთან მოლაპარაკება ამ დრომდე მიმდინარეობს.
”თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” მათ ნამსახურები წლების მიხედვით დანამატზე იზრუნა და 1 მილიონი ლარი დამატებით გამოიყო. მოლაპარაკები დღესაც მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ კომპანიის შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმი გაკეთდება, რათა უკეთ იყვნენ თანამშრომლები უზრუნველყოფილი”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების მომატებას მოითხოვენ. მათი პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი 8 აპრილიდან გაფიცვას აპირებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.