მიცკევიჩის ქუჩის ნომერ 29 ა-ში ერთ-ერთი გარდაცვლილის მანქანაში დედის სახელზე დაწერილი წერილი აღმოაჩინეს. წერილი ნაპოვნია პაციენტის მანქანაში, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე მდებარე დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში მკურნალობდა.
"ტკივილს ვეღარ ვუძლებ და ბოლო უნდა მოვუღო ყველაფერს",- ნათქვამია წერილში.
დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ცნობილია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი არის დედათა და ბავშვთა სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის ექიმი, ცნობილი დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი ზურაბ ბენდელიანი. მისი ცხედარი მისსავე კაბინეტში აღმოაჩინეს.
წინასწარი ინფორმაციით, ექიმი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო მეორე გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისთვის არ არის დადასტურებული. მისი გვამი შენობის შესასვლელში, ფოიეში იქნა აღმოჩენილი.
მიცკევიჩის ქუჩაზე, გარდაცვლილი მამაკაცების გვამები პროზექტურაში უკვე გადაასვენეს, სადაც მათ ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.
ამ დრომდე შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სამართალდამცველები. ისინი კომენტარისგან თავს იკავებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.