"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, არჩევნების მეორე ტურის თარიღი დროულად დანიშნოს.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა ცესკო-ს მიმართ, რომ არჩევნების თარიღი უმოკლეს ვადებში დაასახელოს.
მისი თქმით, მეორე ტურში გასული საარჩევნო სუბიექტები უნდა მოემზადონ, ამიტომ, თარიღის ცოდნა მნიშვნელოვანია.
"ჩვენი ინფორმაციით, მთავრობამ თამარ ჟვანიაზე ზეწოლა მოახდინა. მთავრობის მოთხოვნა იყო 12 ივლისი, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება წესებსა და პროცედურებს. შეუძლებელია, რომ 19 ივლისამდე ადრე ცესკო-მ მეორე ტური დანიშნოს. თარიღის ცოდნას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, სწორედ თარიღის გამოცხადებიდან ყველა მონაწილე კვალიფიციურ სუბიექტს უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება, რასაც ამ დროისთვის, კვალიფიციური სუბიექტები ბიუროკრატიული თუ საკანონმდებლო ხარვეზების და კონკრეტულად, ცესკო-ს თავმჯდომარის არამოქნილი მუშაობის გამო, მოკლებული ვართ" - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე განმარტებით, თარიღის ცოდნა მნიშვნელოვანია ასევე იმისთვის, რომ სუბიექტებმა საარჩევნო კამპანია დაგეგმონ.
უგულავას თქმით, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, წარმოაჩინოს თითქოს, მეორე ტური არაფერია და აქტუალური არ არის.
"შეუძლებელია, რომ ეს თარიღი 12 ან 15 ივლისი იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცესკო-მ წინასწარ იცის სასამართლოების გადაწყვეტილებები და წინასწარ იცის სასამართლოში განხილვის ვადები. სხვა შემთხვევაში, შეუძლებელია, რომ ეს თარიღი 12 ან 15 იყოს, რასაც ღარიბაშვილი თამარ ჟვანიას სთხოვს. მოვითხოვთ, მაქსიმუმ ხვალ გამოცხადდეს არჩევნების თარიღი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მორიგი სამწუხარო გარიგება მთავრობასა და ცესკო-ს ხელმძღვანელობას შორის" - განმარტა გიგი უგულავამ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს ჩატარდა. იმის გამო, რომ რვა თვითმმართველ ქალაქსა და 11 მუნიციპალიტეტში ვერც ერთი პარტიის კანდიდატმა კანონით დადგენილი 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.
ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ, 12 ან 13 ივლისს გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი არჩევნების საბოლოო მონაცემების გამოცხადების შემდეგ დასახელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.