მომავალი წლიდან თბილისში ტაქსის სექტორში დასაქმებულებს გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ.
თბილისის მერია ამჟამად ტაქსის სფეროს რეგულირების საკითხზე მუშაობს.
დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ შესაძლოა ამ სექტორში დასაქმებულები ლიცენზირებას დაექვემდებარონ. რეგულირების ფარგლებში, ტაქსებზე ორი ძირითადი მოთხოვნა გავრცელდება - ავტომობილის ტექნიკური გამართულობა და მძღოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მერიაში განმარტავენ, რომ რეგულაციების დაწესების აუცილებლობა სფეროში არსებულმა მოუწესრიგებელმა ვითარებამ განაპირობა.
შემუშავებული რეგულაციები 4 ეტაპად დაიყოფა და მათი პირველი ნაწილი ტაქსებზე მომავალი წლის მეორე ნახევრიდან გავრცელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.