პანამაგეიტი: ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება არ დაიწყება
07-04-2016, 05:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არ აპირებენ გამოძიებას დაწყებას, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. საქმე ეხება გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქეთა ტერიტორიაზე - ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში, 2006 წელს დაფუძნებულ კომპანია Lynden Management-ს. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.


გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) კვლევის მიხედვით, ეს კომპანია ივანიშვილის საკუთრებაა, თუმცა, 2012-13 წლებში, როცა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, მან, ამ დრომდე, დაუდგენელი მიზეზით ქონებრივ დეკლარაციაში Lynden Management-ი არ მიუთითა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, „ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში „განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით - ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით - სამ წლამდე“.

„ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის“ ლიდერი, პარლამენტარი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მიუხედავად, შესაძლო, დანაშაულის ფაქტის ხანდაზმულობისა, მას არ სჯერა, რომ ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება.

„არ ვიცი, რამდენად სერიოზულია საუბარი იმაზე, რომ ამ შესაძლო დანაშაულის ფაქტის გამო რაიმე სასჯელი შეიძლება დადგეს. როგორც ვიცი, მხოლოდ 1500 ლარიან ჯარიმაზეა საუბარი და ბოლოს და ბოლოს გადაიხდის ჯარიმას ის ადამიანი.

მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში გამოძიება უნდა ჩატარდეს. თუმცა, იმედი, რომ ჩვენი საგამოძიებო სტრუქტურები ასეთ გამოძიებას ჩაატარებენ და ხელს დაადებენ ივანიშვილს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა არ მაქვს.“

ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც 4,8 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს, პრემიერ მინისტრის რანგში, ქონებრივი დეკლარაცია ორჯერ შეავსო: პირველად, 2012 წლის 25 დეკემბერს, მეორედ კი 2013 წლის 31 დეკემბერს. პირველ დეკლარაციაში მან მიუთითა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, 54 კომპანიის აქციებსა და ობლიგაციებს ფლობდა, მეორე დეკლარაციაში ასეთი კომპანიების რიცხვი 48-მდე შემცირდა.

იმ კომპანიების ჩამონათვალში, რომელთა აქციებსაც ივანიშვილი ფლობს, არის: Apple, Google, Goldman Sachs, Merrill Lynch, JP Morgan, Rolls Royce, Volkswagen, Deutsche Bank, Barclay, Raiffeisen, Intercontinental Hotels, Siemens, Citigroup, Carrefour და სხვა გიგანტები, თუმცა, არ არის Lynden Management-ი.

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მონაცემებით, Lynden Management-ის მეშვეობით ივანიშვილი ფლობს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Raptor Pharmaceuticals-ის 1 200 000 აქციას.

2016 წლის თებერვალში ივანიშვილმა 100 მილიონი დოლარი სწორედ Raptor Pharmaceuticals-თან დაკავშირებული საბანკო ანგარიშიდან დაკარგა, რის გამოც შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს უჩივლა.

საერთაშორისო გამოძიებაში ასევე მითითებულია, რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური საგამოძიებო სამსახური, უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, 2011 წლიდან ცდილობდა, Lynden Management-ის სარგებლის მნახველი მესაკუთრის ბიძინა ივანიშვილის საქართველოს პასპორტის ასლის მიღებას და ეს მხოლოდ 2015 წელს მოახერხა.

სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ საჯარო პირების მხრიდან ქონებრივი დეკლარაციის არასწორი შევსება, საქართველოში ფართოდ გავრცელებული დანაშაულია, რომელზეც კანონით გათვალისწინებული რეაგირება ამ დრომდე არ ხდება.

„პრაქტიკულად ჩვენ დამოკიდებულები ვართ კონკრეტული საჯარო პირების კეთილ ნებაზე, ისინი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარავიაში, რეალურად ასახავენ თუ არ ასახავენ ქვეყნის გარეთ, სამეწარმეო საქმიანობაში მათ რაიმე ფორმით მონაწილეობას.“

საერთაშორისო სკანდალი, რომელიც მსოფლიო მედიაში უკვე მოინათლა „პანამაგეიტად“, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ 3 აპრილს, გამოქვეყნებულ 11 მილიონ საიდუმლო დოკუმენტს მოჰყვა, რომელიც პანამური იურუდიული კომპანია „მოსაქ ფონსეკასა“ და მისი ოფშორული კლიენტების საიდუმლო ურთიერთობას ასახავს.

„საგადასახადო თავშესაფრებში“ პანამური კომპანიის კლიენტების სია, რომლებიც ოფშორებში უკანონო სქემებით, მრავალმილიარდიან ქონებას ათეთრებენ და მალავენ,მართლაც შთამბეჭდავია:მსოფლიოს 59 ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები, მათი ოჯახის წევრები და უახლესი გარემოცვა.

მათ შორის არიან: რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, არგენტინისა და არაბეთის გაერთიანებული ემირატების პრეზიდენტები, დიდი ბრიტანეთის, პაკისტანის და ისლანდიის პრემიერ მინისტრები; საუდის არაბეთის მეფე, ჩინეთის მმართველი პოლიტბიუროს წევრები. ფიფას ახლადარჩეული პრეზიდენტი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, არგენტინის ნაკრებისა და ბარსელონას ლიდერი ლიონერ მესი.

პანამაგეიტმა უკვე შეიწირა ისლანდიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. სიმგუნდურ გუნლიგსონმა, რომელსაც საიდუმლო ოფშორული ანგარიშები მეუღლესთან ერთად ჰქონდა და ეს ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა, თანამდებობა გუშინ დატოვა.

წყარო: amerikiskhma.com

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი