სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს მიულოცა. უწმინდესის თქმით, მთელი მართლმადიდებლობა დღეს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს ზეიმობს და ეს დღე განსაკუთრებული დღეა.
„როგორც ამბობენ ჩვენი წინაპრები, იმდენად დიდია ხარების დღესასწაული, რომ ამ დღეს ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს და ადიდებს უფალს. ჩვენ ვადიდებთ უფალს და მადლობას ვწირავთ მას, მოგვმადლოს წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული“, – განაცხადა უწმინდესმა.
დღესვე პატრიარქმა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დალოცა.
უწმინდესმა და უნეტარესმა ქადაგების დასრულების შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი ამბიონზე მიიწვია და ნაკურთხი წყალი ასხურა.
„დღევანდელი დღე ჩვენ შთაგვაგონებს იმას, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი. აი, გეძლევათ თქვენ ლოცვა-კურთხევა, რომ ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი, არა სამწუხარო და არა ნეგატიური, როგორც ჩვენი ტელევიზიები სულ ნეგატიურს გადმოსცემენ და ეს ქმნის სიმძიმეს, სტრესებს, თითქმის არ გადის დღე, რომ არ მოვიდნენ ჩვენთან და არ თქვან, რომ ამა თუ იმ ადამიანმა თავი მოიკლა. სიხარული უნდა ვახაროთ ადამიანებს, ჩავიხედოთ ადამიანის გულში“, - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, დღეს მთელ მსოფლიოში არის დაძაბული ურთიერთობა და კაცობრიობა ეძებს მიზეზს ამ დაძაბულობისა. უპირველეს ყოვლისა, თითოეულმა ადამიანმა თავის გულში უნდა ჩაიხედოს.
პატრიარქმა ქადაგებისას დალოცა რუსები, აფხაზები, ოსები და ტაძარში მყოფი სხვა ეროვნების წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ მათაც ულოცავს ამ დღესასწაულს. „თქვენ ისეთივე ჩვენი სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში“, - განაცხადა უწმინდესმა.
დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში ასევე ითქვა, რომ ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამი ჯარი ეკურთხა, რომელიც აღდგომის მესამე კვირამდე სვეტიცხოველში დარჩება, შემდეგ კი გადაბრძანდება ჯვარზე, მცხეთის მთაზე და უჯარმაში.
დღეს სასულიერო პირები ასევე მცხეთის ქუჩებში გავლენ და ქუჩებს აკურთხებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.