"მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს" - აღნიშნული განცხადება გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა გააკეთა.
გამგებლის ინფორმაციით, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელება მოსალოდნელი არ არის.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე კონტროლს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება თითქმის უკვე 8 წელია ვეღარ ახორციელებს. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი. შორიდან რთულია იმის დანახვა, მიმდინარეობს თუ არა სალიკვიდაციო სამუშაოები" - განაცხადა დავით ონიაშვილმა.
სოფელ წინაგარაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის სიახლოვეს ხანძარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.