ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე საჯარო სექტორის მართვის საკითხები განიხილეს. მიზნობრივი და პროგრამული ბიუჯეტების შედგენა, ფისკალური მართვა და ვალის მდგრადობა, სახელმწიფო ინვესტიციებისთვის პროექტების შერჩევის კრიტერიუმების გაძლიერება - ეს ის თემებია, რომელზეც მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის დისკუსია გაიმართა.
როგორც შეხვედრაზე ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო აქტიურ მუშაობას საჯარო ფინანსების მართვის რეფორმაზე, შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტის დაგეგმვის გაუმჯობესების მიმართულებით კვლავ განაგრძობს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებთან, ასევე, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან.
მისი თქმით, სამინისტრო გეგმავს მთელი რიგი წინადადებები შეიმუშავოს შესაბამისი ანალიზისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების საფუძველზე, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების გათვალისწინებით, საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის და მათი განხორციელების ყველა ეტაპის უკეთესი მართვის მიმართულებით.
"ფინანსთა სამინისტრო საჯარო ფინანსების მართვის რეფორმას განაგრძობს, რაშიც დიდ დახმარებას მსოფლიო ბანკი გვიწევს. მნიშვნელოვანია პროცესები, რომელიც საბიუჯეტო დაგეგმვას შეეხება, საჯარო და მაქსიმალურად გამჭირვალე იყოს, ხოლო არსებული ფინანსური რესურსი ეფექტიანად გამოიყენებოდეს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მსოფლიო ბანკის წამყვანი ეკონომისტის რაშმი შანკარის თქმით კი, მსოფლიო ბანკი აფასებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას.
"ჩვენ ძალიან ვაფასებთ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, ფინანსთა სამინისტროსთან. დღევანდელი პრეზენტაციები ეძღვნება სახელმწიფო ფინანსების, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის საკითხებს და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ამ მიმართულებით" - აღნიშნა მსოფლიო ბანკის წამყვანმა ეკონომისტმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რაშმი შანკარმა.
შეხვედრაში, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.