საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ლიტურგიას დაესწრო. პრემიერმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მიულოცა.
„მე მინდა ხარება მოგილოცოთ, ხარება არის იმედის დღესასწაული, როდესაც ადამიანს ღმერთმა ახარა თავისი მოსვლა. მე მინდა, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ვუთხრა, რომ ხვალინდელი დღე საქართველოსი არის ნათელი, გქონდეთ იმედი. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ერთმანეთს გადავცეთ პოზიტიური მუხტი. ეს არის ყველაზე მთავარი დღეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.