ბრიტანელი ვარსკვლავი რობი უილიამსი Youtube -ის მეშვეობით ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ 27 მაისს საქართველოში თბილისის დინამო არენაზე წარსდგება მაყურებლის წინაშე და მის ყველა ჰიტს შეასრულებს. იგი მოუწოდებს ყველას, არ გამოტოვონ მისი კონცერტი.
როგორც დღეს გახდა ცნობილი Сheck-in Georgia ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები მსოფლიო ვარკვლავების მონაწილეობით, კერძოდ, ეროს რამაზოტი (24 აპრილი, თბილისი), რობი უილიამსი (27 მაისი, თბილისი), ხოსე კარერასი (18 ივნისი, ქუთაისი), Maroon 5 (7 ივნისი, ბათუმი). Check-in Georgia მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს. ორგანიზატორების თქმით, ის ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბათუმში საკონცერტო მოედნის მოწყობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.