პაატა ბურჭულაძემ ახმეტაში „საქართველოს განვითარების ფონდის“ ოფისი გახსნა. ფონდის დამფუძნებელმა და ორგანიზაციის წევრებმა ახმეტაში და პანკისში ადგილობრივებთან შეხვედრებიც გამართეს. მათ ახმეტის კულტურის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ფონდის მიზნები და გეგმები გააცნეს. პაატა ბურჭულაძემ ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინა და საზოგადოებას ამ პრობლემების მოგვარებისთვის ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.
„უკვე დაიწყო პროცესი, როდესაც არ უშვებენ ხალხს ტრანსპორტში, რომ მათ ვერ შეძლონ ჩვენთან შეხვედრა. თუმცა, ხალხი მაინც მოვიდა ფეხით. მე პირობას ვაძლევ ყველას, რომ ჩვენ დავიცავთ მათ ინტერესებს და აუცილებლად შევხვდებით იმ ადამიანებსაც, ვინც ვერ მოვიდა. ყველა ადამიანის ინტერესები უნდა იყოს დაცული და ჩვენ რაც შევძელით, ჩვენ მათ მივეცით ხვალინდელი დღის იმედი და ისინი აუცილებლად ჩვენთან გაერთიანდებიან”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.