ნაძალადევის რაიონის ნაწილს ხვალ წყლის მიწოდება შეუწყდება.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით 8 აპრილს, 10:00 საათიდან 9 აპრილის 10:00 საათამდე, ნაძალადევის რაიონში წყალმომარაგება შეუწყდება: ჩარგლის ქუჩის ნაწილს, ჭოპორტის, ჟინვალის, ზიგზაგის, გვაზაურის, ლომთათიძის, ცინცაძის, სანერგის, სააკაძის, სვანეთის, ლეჩხუმის, ნიკო მარის, ჯანელიძის, გომბორის, სუმბათაშვილის, იუჟინის, ხევსურეთის, საჭილაოს, წიკლაურის, ურიდიას, ცქიტიშვილის, ჩხიკვაძის ქუჩებს, იმერეთის ქუჩის ნაწილს, ასევე დადიანის II მ/რ-ს კორპუსებს, სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზ. 1-9.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ამის მიზეზი კიდევ ერთი, ახლად შეცვლილი 100 მეტრიანი მონაკვეთის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაა, რომელსაც კომპანია ხვალ დილიდან განახორციელებს. GWP-ის ცნობით. კომპანიამ სააკაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა, რის შედეგადაც ნაძალადევის რაიონის წყალმომარაგება მკვეთრად გაუმჯობესდება. ახლით შეიცვალა ამორტიზებული მაგისტრალური ქსელის 100 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, 700 მმ-იანი ევროსტანდარტის შესაბამისი წყალსადენით.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, აბონენტებს, რომელთაც წლის მიწოდება შეუწყდებათ, წყალმომარაგება 9 აპრილს, დილის 10:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია aseve კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებ-გვერდის მეშვეობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.