ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ქალაქ ხობში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, გურამიშვილის, ჯავახიშვილის, ლოლუას, ვეკუასა და მშვიდობის ქუჩებზე სანიაღვრე არხების მოწყობა და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის დაგება მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
სამუშაოებს, რომლის საერთო ღირებულებაც 569.777 ლარია, შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.